ეკა კაპანაძის პორტფოლიო
пятница, 28 июня 2019 г.
ekas kvleva
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ლინკი
https://drive.google.com/file/d/15knQAGgAJr2BWE4je0J31qYbRv-Zb8Jn/view?usp=sharing
вторник, 23 февраля 2016 г.
წმინდა მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი
დავითისეული ტოლერანტობა და თანამედროვეობა
გლობალური თუ რეგიონალური კონფლიქტების და ექსტრემიზმის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ტოლერანტობის თემა.საუკუნეების განმავლობაში ქართველები ტრადიციულად, მუდამ ტოლერანტი და შემწყნარებელი ერი იყო, შემწყნარებელი როგორც უცხო ეთნიკური, ისე რელიგიური აღმსარებლობის მქონე ჯგუფების მიმართ.(ქართველების ტოლერანტობა არაერთ ისტორიულ წყაროთი დასტურდება, მგალითად ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოს შესახებ ამბობს: "უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი".) ეს შესაძლებელია ისტორიულ-პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული, ანდა სულაც ქართული ფსიქოლოგიდაან გამომდინარეობდა.
საქართველოს სამეფო კარზე შემწყნარებლურ, ტოლერანტული პოლიტიკა განსაკუთრებით გააძლიერა წმიდა მეფე დავით 4 აღმაშენებელმა, რომ საქართველოს მეფე თანაბრად მზრუნველი იყო თავისი ქრისტიანი თუ მაჰმადიანი ქვეშევრდომების მიმართ. მეფე რეალურად ახორციელებდა იმას, რაც მის ტიტულატურაში იყო ასახული -- მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მფლობით მპყრობელი"- ის თავს აცხადებდა თანაბრად მოწყალედ და სამართლიანად თავის სამეფოში მცხოვრები ქართველების, სომხების, ებრაელების თუ მაჰმადიანების მიმართ. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი აღფრთოვანებულია დავითის მოღვაწეობით და ბრძოლებით, რომ იგი არა მარტო ქართველთა, არამედ სომეხთა განმანთავისუფლებელიცაა. ურჰაელი დავითზე ამბობს რომ "...იყო წმინდა და კეთილმოქმედი, შემკული ყოველი ღმერთისმსახურებით და კეთილი სამართლიანობით. იგი გამოუჩნდა შემწყნარებელი და მოყვარე სომეხთა ტომსა. ... და ეპყრა დიდი სიხარულით და შვებით სომეხთა მრავალი ტომი"-ო
დავით მეოთხის ტოლერანტული პოლიტიკა ხელს უწყობდა ქვეყანაში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებას. მეფე არ ერიდებოდა უცხო ქვეყნიდან ვაჭარების საქართველოში გადმოსახლებასაც. ასე გადმოასახლა სომხები და ისინი მისი მეფობის დროს ქალაქად ქცეულ გორში ჩაასახლა. უფლებრივად ქრისტიანულ მოსახლეობასთან იყვნენ გათანაბრებულნი ებრაელებიც.სელჩუკებისაგან გათავისუფლებული ქალაქების : თბილისის, დმანისის, რუსთავის, ანისის, შამახიის, მოსახლეობის დიდ ნაწილს მაჰმადიანი ვაჭარ-ხელოსნები შეადგენდნენ. დავითმა შესაბამისი პირობები შექმნა მათთვის, ააგო ხიდები, მოაწესრიგა გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ყოველივე კი იმისთვის კეთდებოდა, რომ შეშინებული მაჰმადიანი ვაჭარ-ხელოსნები ქართველების მიერ დაკავებული ქალაქებიდან არ აყრილიყვნენ და ოჯახებიანად საქართველოდან არ გაქცეულიყვნენ. ეს კი საქართველოს მიერ წარმოებულ სავაჭრო საქმიანობას მეზობელ, თუ შორეულ მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან ძალზე შეამცირებდა და ქვეყანას ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა.ასე რომ მეფის ტოლერანტული პოლიტიკის ერთ-ერთ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც წარმოადგენდა.
როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს წმ. დავით აღმაშნებელს კონტაქტები ჰქონდა მუსლიმთა თემების ლიდრებთან და მათდამი ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაც იყო, როდესაც ქრისტიანებს შორის წარმოშობილ იურიდიულ და სამართლებრივი დავების დროს მეფე სასამართლოზე მუსლიმ სასულიერო პირებს შუამავლადაც იწვევდა რადგან სხვა რჯულის წარმომადგენელთა დასწრება უფრო ობიექტურ ხასიათს ანიჭებდა სამსჯავრო სხდომებს.
საქართველოში მაჰმადიანთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საინტერესო ცნობები აქვთ მოცემული 12 საუკუნის არაბ მაჰმადიან ისტორიკოს იბნ ალ აზრაკ ალ-ფარიკს და მე-13 საუკუნის თურქ მაჰმადიან ისტორიკოს იბნ ალ ჯაუზ დიფრიმერს. მათი ცნობების მიხედვით, მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, ბრძანება გასცა მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ და მუსლიმანებს აღუთქვა მფარველობა და კარგი მოპყრობა, გაათავისუფლა გამოსაღებებისაგან და მათი თხოვნით , ქალაქის სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა შორის ურთიერთობის გარკვეული წესებიც შეიმუშავა. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ მაგ: "...ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მეფემ მოჭრა მათთვის მონეტა ხალიფისა და სულთნის სახელით და მისცა მათ უფლება აზანისა და თავისუფლად ლოცვისა. ასევე პირობა დაუდო , რომ არც ქართველი ,არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმის) აბანოში და, რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცებდნენ ხალიფასა და სულთნისათვის, ... მეფე კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, ხალხსა და სუფიებს".-ო. მოგვითხრობს ალ ფარიკი.გარდა ამისა , მეფის მიერ დაკისრებული გადასახადი სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ყოველწლიურად თითოეული მუსლიმანისთვის 3 დინარს შეადგენდა, ებრაელებისათვის- 4-ს, მაშინ როცა თვით ქართველები უფრო მეტს 5 დინარს იხდიდნენ.
დაუჯერებელია როგორც ფაქტი, იმდროინდელ მსოფლიოში თითქმის გამორიცხული იყო მსგავსი რამ, არც არავინ მოითხოვდა და მოელოდა შემწყნარებლობას ქვეყნისაგან, რომელიც ოთხასი წელი იტანჯებოდა, მეფეს რომელმაც ქვეყანა გაათავისუფლა, უძლეველად მიმოიქცეოდა საზღვრიდან საზღვრამდე. ფაქტიურად საქართველოს წინაშე უდიდესი დანაშაულის მქონე მუსლიმანებს ეძლეოდათ უფლებები ნაცვლად სიკვდილით დასჯისა და გაძევებისა. დავითმა იცოდა როგორი მოწყალეა მისი ხალხი, ბუნებით კეთილშობილი და შემწყნარებელი, ეს თვისება შემდგომში ფორმულასავით ჩამოაყალიბა რუსთაველმა "ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ, მოკლავ დაიყოვნე"
დავით აღმაშენებლისეულ ტოლერანტობის საფუძველზე განვითარებულ კაცთმოყვარე და შემწყნარებლურ პოლიტიკას დავითის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი მეფეები საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდნენ. ისტორიულად თბილისი და ზოგადად საქართველო ყოველთვის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური იყო. ჩვენი ერის სიამაყეა და დღემდე შემორჩენილია თბილისში მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით არსებული მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და კათოლიკური ტაძრები, რაც საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული უდაოდ მაღალი ტოლერანტული დონის მაჩვენებელია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სახლდებოდნენ, ან ასახლებდნენ სხვადასხვა ეთნოსის, და კონფესიის წარმომადგენლებს. განსხვავებული ინტენსივობით ხდებოდა თურქმანული ტომების, ოსების , სომხების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების თუ გერმანელთა ჩასახლება, ასევე ასურელების, ქურთების და იეზიდების დასახლება. ისე რომ 1939 წლისათვის საქართველოში ქართველები მთელი მოსახლეობის 2/3 -ზე ნაკლებსაც კი შეადგენდნენ. მიუხედავად ამ მრავალფეროვანი ეთნოსიჭრელისა ქართველთა ტოლერანტული ბუნება ხელს უწყობდა ჩვენს ერს მიეღო უამრავი უცხო ხალხი და მათთან მშვიდობიანად და კეთილგანწყობილად ეცხოვრა, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე , ბოლო დროს ჩვენში მომხდარ ეთნოკომფლიქტებს, რომელიც გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული და პროვოცირებული. 1995 წელს პარიზში ხელ მოწერილ იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაციის მიხედვით, ქვეყნები მიიღებენ ზომებს საზოგადოებაში ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშესაწყობად, რადგან ის არამარტო უმნიშვნელოვანესი პრინციპია, არამედ „ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, ან დემოკრატია“. თანამედროვე
საქართველოში
კონსტიტუციით
აღიარებულ
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
შორის
განსაკუთრებული
ადგილი
უჭირავს
რწმენის,
აღმსარებლობისა
და
სინდისის
თავისუფლებებს. დღეს საქართველოში მშვიდობიანად თანაარსებობს და ფუნქციონირებს 36
რელიგიური გაერთიანება. მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა სახელმწიფო ბიუჯეტი ასევე აფინანსებს კიდევ 4 დიდ რელიგიურ მიმდინარეობას: მუსლიმანურ, გრიგორიანულ, იუდაისტურ და კათოლიკურ რელიგიებს.
თანამედროვე მსოფლიოს ტოლერანტობის საფუძველი არის მშვიდობა და თანასწორობა, ლათინური სიტყვა ტოლერანტის განმარტების ძირითადი მნიშვნელობა სიტყვა-სიტყვით არის ატანა,თმენა, თმენის ვალდებულება. ის, რაც თანამედროვე მსოფლიოსათვის ჰუმანურ იდეებზე დაფუძნებული თმენის, იგივე ტოლერანტობის ვალდებულებაა. ტოლერანტობა, როგორც არა მარტო მორალური იმპერატივი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნა, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე შუა საუკუნეების ქართველი წმინდა მეფისთვის მისი დიდბუნოვანი სულის ჩვეული მდგომარეობა იყო. დავითისეული ტოლერანტობა დაფუძნებული იყო კაცთმოყვარეობაზე, ადამიანის და ზოგადად სახარებისეულ, უფლისმიერ სიყვარულზე, რომელსაც მოყვასის სიყვარული ქვია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)